12:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 15:25:25, 609 ნახვა

საზოგადოება
„სუფთა რეგიონი 2020“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდეობის ღონისძიება გაიმართა.

მიმდინარე წელს, კონკურისის „სუფთა რეგიონი“  დაჯილდოების ღონისძიება მეხუთედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის პერიოდში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.

2020 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

„სუფთა რეგიონი 2020“ - კახეთის რეგიონი

„სუფთა ქალაქი 2020“ - ქ. ქუთაისი

„სუფთა მუნიციპალიტეტი 2020“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

„სუფთა სოფელი 2020“ - სოფელი ზედა ეწერი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

„ლამაზი აივანი 2020“ - რუსუდან ხარგელია (ქ. ზუგდიდი)

„სუფთა/ლამაზი ქუჩა 2020“ -  ს. ზაქარიაძის ქუჩა (ქ. თბილისი) და გამსახურდიას გამზირი (ქ. ზუგდიდი)

„საწარმოს ლამაზი ეზო 2020“ - შპს „ღვინაშვილების მარანი“ (ქ. საგარეჯო)

„ლამაზი ეზო 2020" - ლუიზა ფანცულაია (ხონის მუნიციპალიტეტი)

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცა:

  • ლაგოდეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის;
  • სოფლების  ხურჩა და ველისციხის წარმომადგენლებს ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ეზო; სიგელი ასევე გადაეცა  ეთერ პატარაიას (ქ.თბილისი, წყნეთი);
  • ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ქუჩა, სიგელი მიენიჭა გოგებაშვილის ქუჩას (ქ. გორი).

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics