13:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 12:52:20, 853 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიაზე - ვნახოთ, რა პარტიას შექმნიან, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობიდან 6 დეპუტატის წასვსლას ეხმაურება და აღნიშნავს, როს ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და გიორგი გახარიას არათანმიმდევრული დამოკიდებულება.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც იქნება გასაცემი პასუხები.

მისი შეფასებით, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, მიუღებელია.

„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის არათანმიმდევრული დამოკიებულება, რომელიც გამოავლინა ბოლოს, რთული გადაწყვეტილების მიღების დროს, გუნდთან ურთიერთობაში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები იმ სახელმწიფოებრივი მიზნების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც პასუხისმგებლობა არჩევნების დროს ერთად გვქონდა აღებული.

ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, არსებობს ბევრი კითხვა და ამაზე ბევრი პასუხი იქნება გასაცემი. ვფიქრობთ, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის პრობლემები არის ქვეყანაში, რაზეც ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics