07:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 10:16:20, 1760 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 5-ჯერ დარღვევას 1 სამხედრო ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ დონბასში 5-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად გარდაიცვალა 1 სამხედრო, 3 ჯარისკაცი კი, დაიჭრა.

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აპრილის დასაწყისიდან მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics