17:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 20:07:44, 703 ნახვა

რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 628 000 ლარი დაიხარჯება

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 628 000 ლარი დაიხარჯება.

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დასრულდა.

კონსულტაციები და კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის 64 სოფელში. სოფლების უმეტეს ნაწილში პრიორიტეტებად გარეგანათების მოწყობა განისაზღვრა. გარდა ამისა, განსახორციელებელ პროექტებად შეირჩა შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება,  სანიაღვრე არხების გაკეთება, წისქვილების რეაბილიტაცია და ა.შ.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის  სოფლებში 10- დან 16 - ათას ლარამდე ღირებულების პროექტი დაფინანსდება და 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობა მოსახლეობამ თავად განსაზღვრა. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში მათი განხორციელება დაიწყება“, - აღნიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics