11:58 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 13:25:12, 937 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დატოვა

პარტია „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ლევან თარხნიშვილი აცხადებს, „ევროპულ საქართველოში“ მისი წარმოდგენები პარტიის მომავალზე, სხვა წევრების მოსაზრებებს არ დაემთხვა.

„ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, - წერს ლევან თარხნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია „ევროპული საქართველო“ გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ დატოვეს. ამ წუთებში კი, მიმდინარეობს პარტიის ყრილობა, სადაც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics