15:45 - 07 Jun, 2026
|
2021-04-10 11:23:13, 824 ნახვა
სამხედრო
მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ ეტაპზე თავდაცვის ძალების ის კონტინგენტი იცრება, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთში წასასვლელად ემზადება. მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება. სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ტარდება. სამხედრო ჰოსპიტალში ვაქცინაციის პროცესი შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)