|
2021-04-08 20:03:51, 451 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების მოწესრიგება გრძელდება. საგზაო სამუშაოები ზღვისუბნის XI მ.რ. II კვ. N32, 32ა, 33 და 33ა კორპუსებთან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. "ზღვისუბანში აქტიურად ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციას. რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ მისამართზე წყალარინების მოძველებული ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კაპიტალურად კეთდება გზა. საგზაო სამუშაოები ხვალამდე დასრულდება და ამ კორპუსებში მცხოვრები 240 ოჯახი კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)