18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 18:56:51, 690 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები დაიწყო კრებები მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართება და განსახორციელებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ღია კენჭისყრით შეარჩევს.

მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა: მოსიაშვილებში, ბალაძეებში, დანდალოში, გეგელიძეებში, ახოში, ჩეტკიძეებში, ზესოფელში, ზვარეში, სირაბიძეებში, კვაშტაში, ვაიოში, ზუნდაგაში, ქვედა ბზუბზუში, ზედა ბზუბზუში, ოქტომბერში, მეძიბნაში, კუჭულაში, გულებში, აქუცაში და სოფელ ქედაში. პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარია.

კრებებს აქუცასა და კვაშტაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომინის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან და პირველ მოადგილესთან - როლანდ ბერიძესთან ერთად დაესწრო. ‼ მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს და აქტიურად მონაწილეობს საკუთარი სოფლის განვითარებაში.

#სოფლისბიუჯეტი

#სოფლისპროგრამა2021





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics