2021-04-08 15:01:32, 869 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ბარათაულის, ჭვანისა და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ადგილობრივმა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტები შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 628 000 ლარი დაიხარჯება. საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად, დასახლებებში საერთო კრებები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),