|
2021-04-08 14:37:26, 833 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი აშშ-ის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების შესაძლო დაწესებას უშედეგოს და სისულელეს უწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოსკოვი ვაშინგტონის არამეგობრულ ნაბიჯებს სათანადოდ უპასუხებს. როგორც სერგეი ლავროვი აღნიშნავს, აშშ-ის მიერ სანქციები მოსკოვის მიმართ უშედეგოა. „ჩვენ ყველანაირ არამეგობრულ ნაბიჯებს ვუპასუხებთ, თუმცა ამ დროისთვის არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს.“, - აცხადებს ლავროვი. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ვენდოთ, რადგან არც შეერთებული შტატები არც მისი მოკავშირეები საიმედო პარტნიორები არ არიან და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მნიშვნელოვან სფეროებში ჩვენ ვერ ვენდობით მათ განწყობას და და ვერ ვიქნებით იმაზე დამოკიდებული თუ, რომელ ფეხზე ადგებიან ისინი დილით. სანქციების დაწესება აშშ-ის სულელურ ნაბიჯია, რომელსაც არ მოაქვს არანაირი კარგი შედეგი იმ მიზნებისგან გამომდინარე, რომელიც გამოძრავებს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)