|
2021-04-07 11:12:58, 610 ნახვა
პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერი - ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესს ეხმაურება. როგორც პრესსპიკერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართველი პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობაა, რომ მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი. მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი იმსჯელებს საქართველში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე. „31 მარტს დასრულდა პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, ბატონი კრისტიან დანიელსონის მედიაციის მეორე მისია, რომლის შედეგადაც ვერ მოხერხდა საშინაო პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. არც ერთმა მხარემ, არც მმართველმა გუნდმა და არც ოპოზიციურმა პარტიებმა არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება შეთანხმებულიყვნენ მათთვის შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე. ქართველი ლიდერების პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი. ბატონმა კრისტიან დანიელსონმა ვითარების შესახე პრეზიდენტ მიშელსა და ვიცე-პრეზიდენტ ბორელს მოახსენა, ახლა ევროკავშირის შიგნით იმსჯელებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ“, - განაცხადა ნაბილა მასრალმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)