16:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 18:39:50, 547 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი თავართქილაძე - თხინვალაში მაღალი კორპუსებიარ აშენდება, არსებულ რეკრეაციულ სივრცეებს კი არანაირი საფრთხე არ ემუქრება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი  ირაკლი თავართქილაძე გამოეხმაურა თხინვალას მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს იმასთან დაკავშირებით, რომ  თითქოს მერიის მიერ გასხვისებულ ტერიტორიაზე, არსებული სტადიონების ადგილზე,  მაღალი საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. 

ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ბრალდებებიუსაფუძვლოა და გენერალური გეგმის თანახმად, მაღალი კორპუსების მშენებლობა იქ არ მოხდება.

მისივე თქმით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება დასახლებაში უკვე არსებულ, მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ სტადიონსა და ბავშვთა  გასართობ მოედანს. თავართქილაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია  ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით პრივატიზებულ მიწის ნაკვეთს მხოლოდ ემიჯნება.

„აღსანიშნავია, რომ გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ცდილობენ თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. პირველ რიგში, ხაზგასმით ვამბობ, რომ აღნიშნული ტერიტორია გასხვისდა ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ტერიტორიაზე დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამედროვე სტანდარტების განაშენიანების მოწყობა და შესაბამისი ნებართვების გაცემა. რაც შეეხება სტადიონს, ამ ტერიტორიაზე დღესაც არსებობს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი გამართული თანამედროვე სტადიონი და ასევე, ბავშვების გასართობი მოედანი, რომლებიც ემიჯნება ჩვენ მიერ პრივატიზებულ მიწის ნაკვეთს. ისინი არ გასხვისებულა“, - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics