|
2021-04-06 15:35:36, 556 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ხანიშვილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, იან ჩერნიკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების, ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ, მომავალი წლიდან,საბაკალავრო და სამაგისტროკურსების ქართველი სტუდენტები განათლების მისაღებად ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან. პირველ ეტაპზე, ახალციხის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით განათლებას ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ. „ჩვენ უკვე წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან. მათი მხარდაჭერით, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, არაერთი პროექტი განხორციელდა. განათლების მიმართულებით ახალი პროექტიც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველოში სოფლის მეურნეობა აქტიურად ვითარდება და შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნულის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)