|
2021-04-06 14:06:04, 879 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები გენერალ მაზნიაშვილის მუზეუმში იმყოფებოდნენ
6 აპრილი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. იუბილესთან დაკავშირებით გენერლის სახლ-მუზეუმს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის იუნკერები ეწვივნენ. მათ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების მუზეუმში ვიზიტს შემეცნებითი ხასიათი აქვს და გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებისა და სამხედრო დამსახურების შესახებ მეტად ინფორმირებას ისახავს მიზნად. საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაიბადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)