|
2021-04-06 12:28:50, 594 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე - მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა, რომ თანაშრომლობა იყოს პარლამენტში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევა შეაფასა. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კვლევის მიხედვით ჩანს, რომ მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა პარლამენტში თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილმა კვლავ მოუწოდა ოპონენტებს, რომ თავი დაანებონ ქვეყანაში არეულობის მცდელობას და შევიდნენ პარლამენტში. „60% წინააღმდეგია ბოიკოტის, ამ მონაცემებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, მივხვდებით, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ იყოს თანამშრომლობა პარლამენტში, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მონაცემიც იყო, რომ ბოიკოტის მომხრეებს შორის თითქმის ნახევარმა საერთოდ არ იცის, რატომ არის ეს ბოიკოტი საჭირო, ამიტომ ოპონენტებს მოვუწოდებ თავი დაანებონ ამ ქვეყანაში არეულობის მცდელობას და შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)