|
2021-04-03 10:11:49, 1042 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ გალერი: პარლამენტის შტურმით აღება, სამაჯურის საჯაროდ მოხსნა, ვერ დამიჭერთ - პროვოკაცია იყო
ნიკა მელია გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი სამაჯურს ისევ გაიკეთებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, მაიკლ გალერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იგი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებს ერთმანეთისგან განაცალკევებდა. „რურუასა და მელიას საქმეებს მე ერთმანეთისგან განვაცალკევებდი. რურუა უკვე სასჯელს იხდის. ახლა უკვე საკითხი იმაზეა, ის უნდა შეიწყალონ თუ არა. მელიას შემთხვევაში საუბარია თანხის გადახდასა და მის ციხიდან გამოშვებაზე. თუ მელიას შემთხვევას შევხედავთ, ჩვენ ასეთი სიტუაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, მან წვლილი შეიტანა მმართველი პარტიის პროვოცირებაში. პარლამენტის შტურმით აღება, პოლიტიკური აგრესიის გამოვლენა და მაგალითად ის, რომ მე სამაჯურს ვატარებ, მაგრამ საჯაროდ მოვიხსნი და თქვენ მე ვერ დამიჭერთ, ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო“, - აღნიშნა გალერმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მიაღწიონ შეთანხმებას. „ნიკა მელია გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი სამაჯურს ისევ გაიკეთებს. „ეს არის ისეთი კომპრომისი, რომელზეც ორივე პარტია უნდა წავიდეს“, - განაცხადა მაიკლ გალერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)