|
2021-04-02 14:18:57, 660 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად აღქმაა საჭირო
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, 7 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ელჩმა აღნიშნა, აუცილებელია, ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად აღქმა. „მე არ შემიძლია, რომ ვისაუბრო ევროპარლამენტარების ან ინდივიდუალური წევრების სახელით, თუმცა მათი განცხადება წავიკითხე და მინდა ვთქვა, რომ არის რამდენიმე ცხადი გზავნილი და აუცილებელია ითქვას, რომ საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად აღქმა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 7-მა ევროპარლამენტარმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, იმედგაცრუება გამოთქვა და არ გამორიცხა, რომ აღნიშნული შედეგის გამო საქართველოს ევროკავშირის მხრიდან დაფინანსება შეუწყდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)