2021-04-02 12:59:57, 1901 ნახვა
ომი უკრაინაში
55 წელს ზემოთ მყოფი პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციაზე რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ.
როგორც თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დროითვის, საქართველოში სულ 8 909 პირია აცრილი.
„8 909 ვაქცინაა სულ ჩატარეული, აქედან 6 893 პირი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, 2 016 პირი კი, „ფაიზერით“. დღეს, 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან