09:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 10:29:34, 805 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - იმედგაცრუებას იწვევს, რომ პოლიტიკურ ელიტას არეულობის დასრულება არ სურს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს „ტვიტერზე“ განცხადებით ეხმაურება.

როგორც ფონ კრამონი აღნიშნავს, იმედგაცრუებას იწვევს ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არ სურს არეულობის დასრულება.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ აღნიშნული კრიზისიდან გამოსავალს, რაც შეიძლება მალე.

„ეს არის მკაფიო განცხადება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ. ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მეგობრებითვის, ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკური ელიტას არეულობის დასრულება არ სურს. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გამოსავალს, რაც შეიძლება მალე“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics