|
2021-04-01 23:54:50, 1293 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტარები მოლაპარაკების ჩაშლაზე - განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება
„განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება“, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტარები ავრცელებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ღრმად იმედგაცრუებულია ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო. „ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმება გასულ სამშაბათს, ევროკავშირის უდიდესი ძალისხევის მიუხედავად, რაც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად გასწია. ეს შედეგი როგორც მმართველი, ისე მოლაპარაკებებში მონაწილე ძირითად ოპოზიციური პარტიების ბრალია, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება“, - ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალჯურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში; ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე; ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში; სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ; მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე; პეტრას აუსტრევიციუსი (ლიეტუვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელორუსის შესახებ.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)