09:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 14:49:16, 685 ნახვა

პოლიტიკა
კრემლში აცხადებენ, რომ მიესალმებიან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით

ჩვენ ვგმობთ აგრესიულ ქმედებებს ექსტრემისტი ნაციონალისტების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს.

როგორც დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტი არ არის უსაფრთხო.

ამასთანავე, დიმიტრი პესკოვი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დაგმო სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი.

„პირველი - ჩვენ ვგმობთ აგრესიულ ქმედებებს ექსტრემისტი ნაციონალისტების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ თბილისში, მეორე - ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო აღნიშნული ქმედებები და ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ განცხადებას. მეამე - ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი პოლიციელების, რომლებმაც დაიცვეს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. და ბოლოს, საქართველო არ არის უსაფრთხო რუსი მოქალაქეებისთვის, იქ უბრალოდ საშიშია მოგზაურობა - ეს რუსებმა კარგად უნდა გაიაზრონ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად საკუთარ მეგობრებთან ერთად ჩამოფრინდა. აღნიშნულ ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს საქართველოს დაგეგმილზე ადრე დატოვება მოუწია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics