|
2021-04-01 13:34:35, 683 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ არ გაჟრიალებია, როდესაც მათი სიის პირველი ნომერი რუსულად მღეროდა
ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდოამრემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის პარალელურად გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც ოპოზიცია აკეთებს და ამბობს, არის ფარსი. მანვე დასძინა, რომ ოპოზიცია არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს ანგენტორული ინტერესების შესაბამისად. „ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე. რატომ მოხდა ასე? ერთი სტვენა გახსოვთ თქვენ? გახსოვთ თუ არა იქ ვინმე სცენაზე ავარდნილი? არ გახსოვთ, რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერი არის ფარსი, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ. არავის გაჟრიალებია ამაზე, როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არ დაუსტვინა არავინ, რატომ არ ავიდა არავინ სცრატომ? სინამდივლეში, ისინი არენაზე, რატომ არ მოითხოვა არავინ თუნდაც იმ სიმღერის გამორთვა? ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)