2021-03-31 12:00:37, 2462 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 051 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 051 პირი აიცრა.
NCDC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცეების მიხედვით, ჯამში, საქართველოში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 757 ადამიანია აცრილი.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაციის პროცესი 15 თებერვალს, AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, ამ ეტაპისთვის კი, ქვეყანაში როგორც AstraZeneca-ს, ასევე Pfizer-ის ვაქცინებია ხელმისაწვდომი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შესაძლებლობა სამედიცინო სფეროს მუშაკებსა და 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს აქვთ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან