2021-03-30 19:51:56, 4402 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ვაქცინაციაში დახმარებაზე უარს ეუბნება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი საქართველოს ვაქცინაციაში დახმარებაზე უარს ეუბნება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთი ვაქცინაციის პროცესის პარტნიორად რუსეთს განიხილავს და ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზი მოსახლეობის აცრაზე უარს აცხადებს.
„საქართველოსა და მისი ხელისუფლების დახმარებას არ ვსაჭიროებთ. სოხუმი არ აპირებს ქართული მხარის შემოთავაზების განხილვას.
ჩვენ არ შემოვიტანთ სხვა ქვეყნებში შემუშავებულ ვაქცინებს.
აფხაზეთში მალე რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი ვაქცინით დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ამ საკითხზე რუს მეგობრებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ“, - წერია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,