|
2021-03-30 17:25:30, 632 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - იმედია, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება გაგრძელდება
ის ფაქტი, რომ დოკუმენტი კრისტიან დანიელსონის მხრიდან უნდა დაიდოს, აჩენს მოლოდინს, რომ შეთანმება შესაძლებელი გახდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან შეხვედრამდე, დავით ბაქრაძემ განაცხადა. დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტით და შეთანხმებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. „გულწრფელად მინდა მქონდეს იმედი, რომ დოკუმენტი, რომელსაც წარმოადგენს დანიელსონი, იქნება მისაღები ორივე მხარისთვის და იმედი მაქვს, ამ დოკუმენტით და შეთანხმებით ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს. მე დღესაც პესიმისტრუად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა აქვს „ქართულ ოცნებას“ კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად, მათ ასეთი ხედვა არ გააჩნიათ, მაგრამ ის ფაქტი, რომ დოკუმენტი მაგიდაზე უნდა დაიდოს, დანიელსონის მხრიდან, ბუნებრივია აჩენს მოლოდინს, რომ შეთანხმება გახდება შესაძლებელი. ამის მოლოდინი მაქვს მე დღეს. მე თავს ავარიდებ მოთხოვნების და პოზიციების გამეორებას, ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველაფერი ნათქვამია, ვიცით მოლოდინი და ვიცით რა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ამ წუთში მთავარიც, მოლოდინიც და მნიშვნელოვანიც არის ერთი - დაველოდოთ დოკუმენტს! იმედი მაქვს, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში გაგრძელდება ნორმალური ცხოვრება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)