|
2021-03-30 17:18:16, 2449 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას მართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას მართავს. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს. „ქართული ოცნებიდან“ შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვედრაზე შესვლამდე, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრაზე კრისტიან დანიელსონი მხარეებს საბოლოო დოკუმენტს წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)