|
2021-03-30 16:55:58, 590 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ჩვენ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი
„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“, რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, უკვე დიდი ხანი გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ მიიღწევა ისეთი შეთანხმება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება, როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. „მე ვფიქრობ, რომ ახლა იმაზე არ არის საუბარი, რას დათანხმდება „ქართული ოცნება“ ან ოპოზიცია, გვესმის, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტურად განსხვავდება პოზიცია, იმედი მაქვს, რომ იქნება ისეთი შემოთავზება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. ჩემთვის პრინციპულია, რომ ყველა, 5-ვე საკითხი იყოს ამ დოკუმენტში, პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა დავინახოთ. ჩემი აზრით, აქ არაფერი ახალი არ არის, ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რომ შეთახმება შედგეს, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, დიდი ხანი უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)