|
2021-03-30 13:42:15, 543 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები!", - წერს გიგა ფარულავა. ცნობისთვის, გიგა ფარულავა აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლის ივლისიდან იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)