12:15 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 15:13:39, 562 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე გადის

ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი „ნამახვანი ჰესის" აშენებაზე გადის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი ჰესზე მიმდინარე სამუშაებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, „ნამახვანი ჰესი" იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროსადგურთაგანია, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

„ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ნამახვანი ჰესის" აშენებასთან დაკავშირებული პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. კერძოდ, იცით, რომ კაშხალი არ აშენდება მანამ, სანამ არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც შეეხებოდა უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას. იქმნება ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო და ისიც  გააკონტროლებს, რომ ყველას ჩართულობა იყოს პროცესში. ამიტომ ობიექტური, რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით.  ხალხი თვითონ გადაწყვეტს, თუ რაში დაიხარჯება ის 5 მილიონი. რაც შეეხება კომპენსაციებს, კომპანიამ უკვე 34 მლნ ლარამდე კომპენსაცია გასცა 280 ადგილობრივ ოჯახზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics