|
2021-03-29 10:56:16, 416 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან, ლუიზა ვინტონთან, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს სოფლის განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. ლუიზა ვინტონმა სამინისტროსთან თანამშრომლობას სანიმუშო უწოდა, აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სოფლის განვითარების და გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით სწორი ხედვა გააჩნია და გაეროს განვითარების პროგრამის სახელით აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო მხარდაჭერის მზაობა დაადასტურა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ჰაერის დაბინძურების შემცირების, ნარჩენების მართვისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)