|
2021-03-28 22:59:09, 1233 ნახვა
სამხედრო
დაჭრილი და დაშავებული სამხედროები საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო არენა“ 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. საფეხბურთო თამაშს ავღანეთში მისიის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძეც დაესწრო, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სტამბოლში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ორი წლის შემდეგ ფეხზე გავლა პირველად შეძლო. საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მინისტრმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაში 1:2 ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს საბერძნეთის ნაკრებთან სალონიკში, 31 მარტს გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)