|
2021-03-27 10:58:23, 2330 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 256 თბილისში, 69 იმერეთში და 41 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 256 თბილისში, 69 იმერეთში და 41 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 313 მძიმე პაციენტი მკურნალობს, ხოლო 71 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 800, აჭარაში - 178, იმერეთში - 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 313 პირი, მათ შორის, თბილისში - 148, აჭარაში - 30, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 71 პირი, მათგან თბილისში - 49, აჭარაში - 2, იმერეთში - 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 15. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 845 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 353 პირი, აჭარაში - 878, იმერეთში - 956“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციიის ინფორმაციაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)