|
2021-03-26 16:47:44, 459 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. სხვადასხვა პროექტთან ერთად, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე კეთდება. ტერიტორია 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება. სივრცეში განთავსდება საპარკე ფურნიტურა, მოეწყობა განათების სისტემა, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, პატარებისთვის გაკეთდა სათამაშო ზონა. ასევე, დაიგება რულონური ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა, ტერიტორია შემოისაზღვრება უსაფრთხოების მოაჯირებით. მოსასვენებელი სივრცის მოწყობას დიდუბის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო. პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მ.მ“ 152 576 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)