2021-03-26 14:25:47, 1943 ნახვა
ომი უკრაინაში
26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 344 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 344 პირია აცრილი.
NCDC-ს ცნობით, ამ ეტაპისთვის, ვაქცინაციაზე ჯამში 11 273 პირია რეგისტრირებული.
ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება booking.moh.gov.ge-ზე შეუძლიათ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 65-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეეძლებათ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან