05:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 14:07:06, 612 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგი 29 მარტიდან განახლდება

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლი, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლპარაკების პროცესი, 29 მარტიდან განახლდება.

აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი თბილისს, სავარაუდოდ, კვირას, 28 მარტს ეწვევა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგში მონაწილეობისთვის, უკვე მეორედ ჩამოდის.პირველად, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში 12 მარტიდან 19 მარტამდე გაგრძელდა, თუმცა მისი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics