|
2021-03-26 13:32:55, 1521 ნახვა
სამხედრო
მე-12 ბატალიონი GDRP-ის წინამოსამზადებელ საველე წვრთნებს გადის
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) ჩართვამდე წინამოსამზადებელ ოცეულის დონის სიტუაციურ სწავლება-შეფასებას გადის. მე-12 ბატალიონის სამხედროები ოცეულის დონეზე თავდაცვით, თავდასხმით და ძალთა დაცვის ოპერაციებს ახორციელებენ. სწავლება ბრძანების გაცემას, ტაქტიკურ გადაადგილებას, ჩასაფრებას, თავმოყრის რაიონის დაკავებას, ჩასაფრებაზე რეაგირებას, რეიდს და სხვა საჭირო საკითხებს მოიცავს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) მაისიდან ჩაერთვება. GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)