|
2021-03-26 12:36:15, 623 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს ნება, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ
საიდუმლო არ არის, რომ ბატონი დანიელსონის პირველი ვიზიტის შედეგი ძალიან გამაწბილებელი იყო, - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში. როგორც მან აღნიშნა, დანიელსონის მორიგი ვიზიტისას მთავარია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიჩინოს ნება, რათა შეთანხმება მიღწეულ იქნას. „საიდუმლო არ არის, რომ ძალიან გამაწბილებელი იყო ბატონი დანიელსონის პირველი ვიზიტის შედეგი იმ გაგებით, რომ მედიაცია შედეგის გარეშე დასრულდა. ახლა ის კიდევ ერთხელ ჩამოდის საქართველოში. მთავარია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიჩინოს ნება, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ მისია ეს არის. ახლა არის მომენტი, რომ პოლიტიკური ლიდერობა გამოავლინოს ყველა მონაწილემ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში დაბრუნდება და პოლიტიკურ მხარეებთან ფასილიტაციას კვლავ გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)