|
2021-03-25 16:45:43, 522 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - აშშ-ის სენატიდან გაიგეს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია
აშშ-ის სენატიდან გაიგეს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, - ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე საქართველო და მისი მომავალი და ასეთი ჩანაცვლებები აბსოლუტურად მიუღებელია. „მიხეილ სააკაშვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მომავალი. ასეთ ჩანაცვლებებს აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები! ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, თუმცა სენატში ყველა იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყნის დიდი პრობლემაა. „ოცნებამ“ ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, არამარტო პოლიტიკური, არამედ უკვე რვა წელია, ვიმყოფებით კიდევ უფრო უარეს ეკონომიკურ კრიზისში, რაც იმით არტის გამოწვეული, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას. თოჯინები ქვეყანას ვერ მართავენ!“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)