|
2021-03-25 16:44:36, 527 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი: ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ თოჯინების თეატრს ჰგავს - ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის!
ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ თოჯინების თეატრს ჰგავს - ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის!, - ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. როგორც კახა ოქრიაშვილმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აღნიშნა, პოლიტიკა არა პარლამენტში, არამედ ქუჩაში, მოსახლეობის მიერ კეთდება. „პოლიტიკა პარლამენტში არ კეთდება, პოლიტიკა კეთდება ქუჩაში, მოსახლეობის მიერ. ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ ჰგავს თოჯინების თეატრს, ყველას ძაფი აქვს მობმული. ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის! დღეს პოლიტიკურ სპექტრს დავყოფდი სამ ნაწილად: „ქართული ოცნება“, ოპოზიცია და ფსევდო-ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია დღეს პარლამენტში არ არის. ფსევდო-ოპოზიცია კი არის ის ოთხი ადამიანი, ვინც ადრე „პატრიოტთა ალიანსში“ იყო, მერე თქვეს, მანდატები ვიყიდეთო და „ევროპელი სოციალისტები“ დაირქვეს, ასევე, „ოცნების“ ნაწილია პარტია „მოქალაქეები“ და ახლა, „გირჩის“ ე.წ. განაყარის ასარჩევია, საით ჩაეწერებიან საბოლოოდ!“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)