2021-03-25 15:30:50, 661 ნახვა
რეგიონი
ალპანა-ცაგერის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ალპანა-ცაგერის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე, ჩამოსულია მეწყერი რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინრეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,