2021-03-25 10:45:05, 852 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 125 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 125 მილიონს გადააჭარბა და 125,453,062-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 101,311,679 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 2,757,130-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 30,704,292 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ბრაზილია - 12,227,179 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ინდოეთი და რუსეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,