|
2021-03-24 19:21:57, 603 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ახლო მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. „შედგა სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ ადგილზე გავა სამუშაო ჯგუფი მეწყრულ ზონას გერმანელ სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებს. ყველა სიახლეს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობებთ“, - განაცხადა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ. სამუშაო ჯგუფი მეწყრული პროცესის დაწყებისთანავე შეიქმნა და მის შემადგენლობაში მერიის შესაბამისი სამსახურები, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შედიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)