|
2021-03-24 15:46:27, 542 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ან ვაქცინაციის გზას ავირჩევთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება, ან მოგვიწევს „ლოკდაუნების“ შემოღება
ან ვაქცინაციის გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს „ლოკდაუნების“ შემოღება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს. „მივმართავ მოსახლეობას, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს, კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობიდან, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიაში, ფიტნეს და სპორტ დარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე, ეს ორი რამ შეუთავსებელია, როგორმე უნდა გავიგოთ, რომ ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ, ან მეორე. ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)