|
2021-03-23 16:21:37, 991 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაცია უკვე ვიდეოზარით არის შესაძლებელი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს სიახლეს სთავაზობს. უწყებაში უკვე დანერგილ 400-მდე ელექტრონულ მომსახურებას, ამჯერად საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სერვისი დაემატა. აღნიშნული სიახლე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, შეტანილი ცვლილების შედეგად განხორციელდა. შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვიდეოზარით აქტივაციის მიზნით, უწყების მიერ, ოფიციალურ ვებგვერდზე - https://videocall.rs.ge/ გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციასთან ერთად მოხდება აღნიშნული პირისთვის ელექტრონული სერვისების გვერდის - eservices.rs.ge აქტივაციაც. აქვე შეგახსენებთ, რომ ვიდეოზარის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია შემდეგი მომსახურებით სარგებლობა: • ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია; • მომხმარებლის პაროლის აღდგენა; • ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული ტელეფონის ნომრის ცვლილება. გთავაზობთ, იხილოთ ბმულები: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=249 https://eservices.rs.ge/Docs/RegistrationHelp.pdf?v1 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული სერვისები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)