01:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 13:11:42, 525 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გაჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გამოიკვეთა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია.

„ბოლო დღეებში გაჩნდა გარკვეული ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ. არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, მაგრამ დღეს 21 ათას ტესტზე არის 528 შემთხვევამ, რამაც დადებითობის მაჩვენებელი აიყვანა 2.53%-ზე.

ბოლო 4-5 დღეა სტაბილურად მცირე მატების ტენდენცია აქვს, როგორც ინციდენტობას, ასევე დადებითობის მაჩვენებელს. ასევე, ზრდა აქვს აქტიური შემთხვევების რაოდენობას ქვეყანაში. დღეს გვაქვს 3 770, თუმცა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია. დღეს გვაქვს გარდაცვალების 4 შემთხვევა, რაც ნოემბრიდან დღემდე ყველაზე მცირე რაოდენობაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics