2021-03-23 10:14:49, 611 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 124 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 124 მილიონს გადააჭარბა და 124,300,248-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 100,282,210 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 2,735,346-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 30,576,962 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ბრაზილია - 12,051,619 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ინდოეთი და რუსეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,