|
2021-03-22 19:56:37, 1334 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუს და ჩინელ მაღალჩინოსნებს, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სანქციებს დაუწესებს
ევროკავშირი რუს და ჩინელ მაღალჩინოსნებს, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სანქციებს დაუწესებს. გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს. როგორც ცნობილია სანქციები 11 ადამიანის წინააღმდეგ ამოქმედდება, ამ დროისთვის მათი ვინაობა უცნობია. ევროკავშირი რუს მაღალჩინოსნებს ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელების რეპრესიებში სდებენ ბრალს. სანქციების თანახმად ე.წ შავ სიაში მოხვედრილ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა, ხოლო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათ სახელზე გახსნილი ყველა ანგარიში გაიყინება. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებთა დარღვევისთვის ევროკავშირი უკვე მეორედ იყენებს სანქციების გლობალურ მექანიზმს. მსგავსი სანქციები პირველად რუს მაღალჩინოსნებს დაუწესეს, რომლებიც ალექსეი ნავალნის დევნაში არიან პასუხისმგებელნი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)