|
2021-03-20 19:02:42, 610 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტაციასთან „კომენდატის საათის“ გაუქმების მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება
ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით ხვალ, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათივე ცნობით, აქციაზე შედგება საკონსტიტუციო სარჩელზე საჯარო ხელმოწერა. „შეხვედრა შეეხება კოლექტიურ სარჩელს „ქართველი ხალხი მთავრობის წინააღმდეგ“, რომელსაც თავისუფლების ინსტიტუტი მოსარჩელეთა სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში წარმართავს. მოსარჩელეები ითხოვენ იზოლაციის ან/და კარანტინის წესების, კომენდანტის საათის და შესაბამისი ნორმებით დადგენილი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას. თავისუფლების ინსტიტუტი კოლექტიურ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს შეიტანს“, - წერენ ორგანიზატორები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)