2021-03-20 17:01:30, 1652 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 123 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 123 მილიონს გადააჭარბა და 123,020,982-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 99,147,428 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 2,715,612-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 30,425,787 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ბრაზილია - 11,877,009 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ინდოეთი და რუსეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,