|
2021-03-20 12:38:03, 505 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავას განცხადებით, თუ რიგგარეშე არჩევნები შეთანხმებით არ დაინიშნა, მაშინ ხალხის იძულებით მოხდება
თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ეს დაინიშნება იძულებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგლავამ პარლამენტთან, ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მოძრაობა არის ერთადერთი გამოსავალი და მის გარეშე დასავლეთის პარტნიორები ვერ უშველიან საქართველოს. „ეს ადამიანი წავა, წამა მშვიდობიანი არჩევნებით და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს, შეთანხმებით დაინიშნოს, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ეს დაინიშნება იძულებით, ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, ქალაქში, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება მომზადება, ჩვენ უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ ის, თუ რა ხდება აქ, რუსთაველზე, რადგან დღეს, როდესაც პანდემია მძვინვარებს და უმარავი ადამიანი გაწირა ხელისუფლებამ, ადამიანებს აინტერესებს რას აკეთებს ქართული ოპოზიცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გადავარინოთ დღეს საქართველო, რადგან ხვალ, შესაძლოა გადასარჩენი აღარაფერი დარჩეს. ამიტომ მოძრაობა, მოძრაობა, მოძრაობა - ერთადერთი გამოსავალია. ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)